ეს ინფორმაცია აგიხსნით რა არის შარდსაწვეთი სტენტი. ასევე გეტყვით, რას უნდა ელოდოთ შარდსაწვეთი სტენტის განთავსების პროცედურის დროს მემორიალ სლოან კეტერინგში (MSK).
თქვენი შარდსაწვეთის და შარდსაწვეთის სტენტის შესახებ
შარდსაწვეთი არის მილი სხეულში, რომელსაც შარდი თირკმელებიდან შარდის ბუშტში გადააქვს. შარდსაწვეთის დაბლოკვის შემთხვევაში, შარდის გადინება არ ხდება სწორი გზით. ამ დროს თირკმელი ივსება შარდით და შუპდება. ამას ჰიდრონეფროზი ეწოდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნით, რომელიც აწვება შარდსაწვეთს, თირკმლის ქვებით ან ნაწიბუროვანი ქსოვილის მიერ. თუ თირკმელი დიდი ხნის განმავლობაშია დაბლოკილი, ის შეიძლება დაზიანდეს. ორივე შარდსაწვეთის დაბლოკვის შემთხვევაში სუსტდება ორივე თირკმელი და იზრდება თირკმლის უკმარისობის რისკი. დაბლოკილი თირკმლები საჭიროებს შარდსაწვეთი სტენტის განთავსებას.
შარდსაწვეთის სტენტი არის თხელი მილი, რომელიც თავსდება შარდსწვეთში, თირკმლიდან შარდის გადინების ხელის შეწყობის მიზნით (იხ. სურათი 1). მილის ერთი ბოლო თირკმელში შედის, ხოლო მეორე ბოლო - შარდის ბუშტში.
შარდსაწვეთის სტენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. ისინი გამოიყენება:
- შარდის გადინებისთვის დაბლოკილი შარდსაწვეთიდან.
- შარდსაწვეთის ღიად შესანარჩუნებლად.
პროცედურის დაწყებამდე
პროცედურის დაწყებამდე, თქვენი ექთანი აგიხსნით, თუ რას უნდა ელოდოთ შარდსაწვეთის სტენტის განთავსების დროს. იგი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოთ პროცედურისთვის. აუცილებლად მიჰყევით მათ მითითებებს. კითხვების შემთხვევაში დაურეკეთ ჯანდაცვის პროვაიდერის ოფისს.
პროცედურის განმავლობაში
პროცედურის დღეს, ექთანი ერთ-ერთ ვენაში ინტრავენურ კათეტერს (IV) ჩაგიდგამთ. სითხეს ინტერვენური კათეტერის საშუალებით მიიღებთ. ასევე მიიღებთ მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი პროცედურის დროს.
სტენტის განსათავსებლად, თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი პირველ რიგში ჩაგიდგამთ ცისტოსკოპს (თხელი, მეტალის მილი კამერით) ურეთრის გავლით (პატარა მილი, რომელიც შარდს გამოიტანს შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ) და შეუერთებს მას შარდის ბუშტს. ცისტოსკოპის საშუალებით იპივნიან იმ ღია ადგილს, რომელითაც შარდსაწვეთი შარდის ბუშტთან არის დაკავშირებული. ამის შემდეგ თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი ცისტოსკოპის საშუალებით შარდსაწვეთის სტენტს შარდსაწვეთს მიაკერებს. სტენტის განთავსების შემდეგ ცისტოსკოპი მოიხსნება.
პროცედურის შემდეგ
საავადმყოფოში
პროცედურის დასრულების შემდეგ, გამოსაჯანმრთელებლად, გადაგიყვანენ სხვა განყოფილებაში, სახელწოდებით ანესთეზიის შემდგომი თერაპიის განყოფილება (PACU). ექთანი რეგულარულად შეგიმოწმებთ პულსს, სუნთქვას და არტერიულ წნევას. ნებისმიერი ტკივილის შეგრძნების შემთხვევაში ჯანდაცვის პროვაიდერმა შეიძლება დაგინიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი წამალი, რათა დაგეხმაროთ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი.
თქვენ დარჩებით PACU- ში, სანამ ბოლომდე არ გაიღვიძებთ. გაღვიძების შემდეგ, სახლში წასვლამდე, ექთანი გაგაცნობთ გაწერის მითითებებს.
სახლში
მნიშვნელოვანია, რომ პროცედურიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიოთ. დალიეთ 8-10 (8 უნცია) ჭიქა წყალი.
პროცედურიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ფიზიკურად ნუ დაიტვირთებით. ფიზიკური დატვირთვის მაგალითები მოიცავს 15 ფუნტზე (6.8 კილოგრამზე) უფრო მძიმე ნივთების აწევას ან ნებისმიერ აქტივობას, რომელიც იყენებს მუცლის კუნთებს. 24 საათის შემდეგ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ჩვეულ საქმიანობას.
სანამ გაქვთ თქვენი სტენტი
სტენტის განთავსების პროცედურის შემდეგ, შეიძლება იგრძნოთ “მოქაჩვის” შეგრძნება შარდვის დროს. შეიძლება ასევე გქონდეთ:
- ხშირი შარდვა, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მოშარდვის საჭიროებაა.
- გადაუდებელი შარდვა, რომელიც არის მოშარდვის ძლიერი, მოულოდნელი სურვილი, რომელსაც თან ახლავს შარდის ბუშტის დისკომფორტი.
- მენჯის ტკივილი, რომელიც არის ტკივილი მუცლის ქვედა არეში.
ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება. ჯანდაცვის პროვაიდერი გესაუბნებათ იმაზე, თუ რა სიმპტომები შეიძლება იგრძნოთ. ჯანდაცვის პროვაიდერმა შეიძლება მოგცეთ მედიკამენტები შარდის ბუშტის სიმპტომებისთვის.
ზოგჯერ შარდში შეიძლება ნახოთ სისხლი, სანამ სტენტი გაქვთ. ეს შეიძლება მოხდეს მუდმივად, სანამ სტენტი გაქვთ. ზოგჯერ, ეს ხდება მომატებული აქტივობის ან მანქანით ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ. თუ შარდში სისხლს ხედავთ, ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ, სანამ სისხლი არ გაქრება.
სტენტის გამოცვლა
სტენტი უნდა შეიცვალოს დაახლოებით ყოველ 3-დან 6 თვეში. ჯანდაცვის პროვაიდერი გეტყვით, როდის უნდა შეიცვალოს იგი. სტენტის ადგილზე დატოვებამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს:
- შარდსაწვეთის დაბლოკვა
- თირკმლის ქვები
- ინფექცია
როდის დავურეკოთ ჯანდაცვის პროვაიდერს
დაურეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს თუ გაქვთ:
- ციება.
- სიცხე 101 ° F (38.3 ° C) ან უფრო მაღალი.
- შარდის დროს წვის შეგრძნება.
- ამღვრეული შარდი.
- ცუდი შარდის სუნი.
- ტკივილი მუცლის ორივე მხარეს, ან თირკმლის არეში.
- ნებისმიერი კითხვა ან პრობლემა.